საპროტესტო აქცია რუსეთში

რუსეთში საპროტესტო აქციის დროს ჟირინოვსკი მომიტინგეს თავს დაესხა [video]

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (რლდპ) ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეს თავს დაესხა.


აქციის მონაწილეები პუტინის საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ, რომელიც გასულ თვეს დაანონსდა. რეფორმა მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკის 60-დან 65 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე. ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება.

რეფორმის პროექტი პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა. დიმიტრი მედვედევის თქმით, საპენსიო ასაკის გაზრდა ქვეყანას საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

კომენტარები