მოლდოვა

მოლდოვის პრეზიდენტი ავტოავარიაში მოყვა [ვიდეო]

Twitter

მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი ავტოავარიაში მოჰყვა. მისი ესკორტის მანქანას საპირისპირო მხრიდან მომავალი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ის მძიმედ არ დაშავებულა.

კომენტარები