ლუვრი აბუ-დაბიში

აბუ-დაბის ლუვრში და ვინჩის ნახატის გამოფენა ავთენტურობაზე ეჭვების გამო გადაიდო

PA

აბუ-დაბიში გასული წლის ნოემბერში გახსნილ ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნახატის გამოფენა დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნახატის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.

და ვინჩის მიერ დახატული ქრისტე, Salvator Mundi ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. ის გასულ ნოემბერს მუზეუმის სახლით საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრმა 450 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ნახატი 1490-1500 წლებითაა დათარიღბული და ის გაუჩინარებამდე მეფე ჩარლზ პირველის კოლექციაში შედიოდა. 1958 წელს ნახატი ბრიტანელი კოლექციონერის კოლექციაში აღმოჩნდა. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ნახატი და ვინჩის მოსწავლეს ეკუთვნოდა, თუმცა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ნახატი თავად ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის.

კომენტარები