ნიკა მელია

სასამართლომ ნიკა მელია 3 000 ლარით დააჯარიმა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია 3 000 ლარით დააჯარიმა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დამნაშავედ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნო. 

საქმე 11 ივნისს აქციაზე "ნუ მომკლავ" მომხდარ ინციდენტს ეხება - ნიკა მელიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მხარდამჭერებთან ერთად სამანქანო გზა გადაკვეთა. 

მაშინ შსს-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მელია საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, ასევე არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. 

 

კომენტარები