"მის ამერიკა 2019" ოპერის მომღერალი ნია ფრანკლინი გახდა

"მის ამერიკა 2019" ნიუ-იორკის წარმომადგენელი, ნია ფრანკლინი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ნუ ჯერსიში ჩატარდა. 

"ბევრი წინააღდეგობის მიუხედავად, დღეს მე აქ ვდგავარ. დიდი მადლობა ჩემს მშვენიერ ოჯახს, დედას და მამას, რომელმაც კიბოზე გაიმარჯვა",- თქვა ფრანკლინმა დაჯილდოვების შემდეგ.

ფრანკლინი ოპერის მომღერალია. ის წარმოშობით ჩრდილო კაროლინიდან, უინსტონ-სალემიდანაა. მან კომპოზიტორის ხარისხი ჩრდილო კაროლინის ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო. ლინკოლნის საგანმანათლებლო ცენტრის კენან ფელოუს პროგრამაში მოხვედრის შემდეგ ის საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა

ფრანკლინი ამბობს, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 97 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსი საცურაო კოსტიუმების ჩვენების გარეშე ჩატარდა. 

კომენტარები