საკადრო ცვლილებები

განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

http://www.schoolintellect.com/

განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება "ახალი ენერგიის საჭიროებით" ახსნა.

მისი ინფორმაციით, თანამდებობებს ასევე ტოვებენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.

"განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება , რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშველოვანესი რეფორმა. ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება" - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები