ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის შეურაცხყოფასა და სიდედრის მანქანის დაზიანებაში ბრალდებულს 3 წელი მიუსაჯეს

www.geo.tv

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი ცოლის დედის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილიდან ნ.ფ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.გ.-ს როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც. 

სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ნ.ფ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა სიდედრის ს.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს  მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2018 წლის 29 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია) და 111 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა(სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.ფ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები