აშშ-ჩრდილოეთ კორეა

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპმა კიმისგან ძალიან თბილი და პოზიტიური წერილი მიიღო

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი ფოტო: AP

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისგან "ძალიან თბილი და პოზიტიური" წერილი მიიღო, რომელშიც ხელახლა შეხვედრას სთხოვდა.

"წერილის მთავარი დანიშნულება პრეზიდენტთან კიდევ ერთი შეხვედრის მოთხოვნა იყო, რისთვისაც ღია ვართ და უკვე დაწყებულია კოორდინაციის პროცესი." უთხრა სანდერსმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით წერილი დენუკლეარიზაციის პირობის მხარდაჭერასაც გამოხატავდა და ამის დემონსტრაციაა ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღლუმზე ბირთვული რაკეტები არ გამოუტანიათ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი კიმ ჩენ ინთან მესამე შეხვედრას მომდევნო კვირას ფხენიანში გამართავს. გავრცელებული ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა უნდა შესთავაზოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები