მარიხუანა

უჩას და ბერას ახალი ბიზნესი - სააკაშვილი საქართველოში საექსპორტო მარიხუანას წარმოებაზე

unian.net

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ზე ქვეყანაში საექსპორტო მარიხუანას წარმოების შესაძლებლობას აკრიტიკებს.

"უჩას და ბერას ახალი ბიზნესი"- წერს სააკაშვილი. 

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

ტაბულას ამ ინიციატივის არსებობის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ქართული ოცნების უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე ერთერთი საკითხი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სწორედ ეს იყო. 

ამ დროისთვის კანონპროექტი საჯარო არაა. უცნობია როდის მოხდება პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება. 

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ რამდენიმე მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება. 

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის THC-ს სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული THC-ის ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული CBD, გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

კომენტარები