ჯიმ ქერი

ჯიმ ქერი: ჩვენ სოციალიზმს უნდა ვუთხრათ დიახ

კანადელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ შოუში "Real Time With Bill Maher" საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე ისაუბრა.

ჯიმ ქერის თქმით, ის უპირატესობას სოციალიზმს ანიჭებს.

"ჩვენ სოციალიზმს უნდა ვუთხრათ დიახ, სიტყვასაც და მასთან დაკავშირებულს ყველაფერს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მობოდიშება", - თქვა მსახიობმა.

ჯიმ ქერის თქმით, ის კანადაში გაიზარდა და არასდროს არაფრისთვის ლოდინი არ დასჭირვებია.

"მე კანადაში გავიზარდა, ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვა გვაქვს. როდესაც პოლიტიკურ შოუებში იძახიან, რომ კანადის სისტემა წარუმატებელია, ეს არ არის მართალი. მე ცხოვრებაში არასდროს არაფრისთვის ლოდინი არ დამჭირვებია. მე ვირჩევდი საკუთარ ექიმებს, დედაჩემს არასდროს გადაუხდია ფული რეცეპტში. ეს საოცარი იყო", - თქვა მსახიობმა.

შოუს მიმდინარეობისას ჯიმ ქერიმ იხუმრა, რომ კანადელები სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის გამო აღიქმებიან კარგ ხალხად.

"მათ შეუძლიათ იყვნენ კარგები, რადგან აქვთ კარგი ჯანდაცვა, ასევე ყავთ მთავრობა, რომელიც მათზე ზრუნავს. ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ზრუნვა. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ბევრი შესაძლებლობები ცხოვრებაში და მათ სჭირდებათ ამაში დახმარება. საზოგადოებაში ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან. შენ არ უნდა დაკარგო სახლი იმიტომ, რომ დედაშენი ავად არის", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები