რუსეთი

რუსეთი ჩინეთის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს [ვიდეო]

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი
Reuters

რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. წვრთნები ჩინეთის საზღვართან გაიმართება და მასში მონაწილეობას 300,000 სამხედრო მიიღებს.

იგეგმება ჩინეთის არმიასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც, რომელშიც ჩინეთის არმიის 3,200 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ჩინეთსა და რუსეთს ერთობილივი სამხედრო წვრთნები წარსულშიც ჩაუტარებიათ, თუმცა Vostok-2018 მათ შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების კოლონები და საბრძოლო ვერტმფრენები და თვითმფრინავები რომლებიც მზად არიან აღმოსავლეთით გაემართონ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.

ერთ-ერთ კლიპში ჩანს, რომ რუსეთის ფლოტის წევრები ხომალდიდან ალიასკის მოსაზღვრე ნაპირზეა გადმოდიან.

სამინისტროს თქმით წვრთნების მიზანს იმის შემოწმება წარმოადგენს, თუ რამდენად მზადაა რუსეთის არმია დიდ მანძილზე გადაადგილებისა და ოპერაციების შესრულებისათვის.

ვლადიმირ პუტინი წვრთნებს მომდევნო კვირას, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად დაესწრება. შოიგუს თქმით ეს წვრთნები Zapad-81-ის, 1981 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩატარებული წვრთნების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.

კომენტარები