ვითარება საავტომობილო გზებზე

ავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე ("დანიურ სახლთან") ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ.

N6, N47, N58 და N87 ავტობუსები 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.  

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ "ჰოლიდეი ინნ"-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ. 

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები