კრიმინალი

სასამართლომ კაცს, რომელმაც ვალის გამო ბიძაშვილი მოკლა, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

0 კომენტარი
ფოტო: ShutterStock

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, გ.გ.-მ ვალის გამო გამოწვეული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბიძაშვილს - რ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები