ზუგდიდი

ევროპული საქართველო: ზუგდიდის ყოფილს მერს "ოცნებაში“ მფარველები გამოეცალა

ევროპული საქართველოს შეფასებით, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი არა კორუფცია, არამედ "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირება გახდა. ფრაქცია "ევროპული საქართველოს რეგიონების" წევრის ლაშა დამენიას თქმით, გოგიას "გამოეცალა მფარველები "ქართულ ოცნებაში".

"ამის შემდეგ, ის აიძულეს, გაეკეთებინა ეს განცხადება სოციალურ ქსელებში. მათ ვეღარ დამალეს ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობდა და არსებობს ზუგდიდის გამგეობაში და იძულებული გახდნენ, აღეძრათ საქმე“ - აცხადებს ლაშა დამენია.

ლაშა გოგია თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. წინა დღეს, ის სუს-ში დაიბარეს გამოკითხვაზე. დღეს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ლაშა გოგია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში მმართველი გუნდის კანდიდატი იყო. დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამოძიების დაწყების შესახებ, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ „ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.

კომენტარები