არჩილ ტატუნაშვილი საქმე

ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

ამერიკის ხმა

არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.  ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილები არიან მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

გურწიევსა და ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. მათ საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები