ქარიშხალი ფლორენსი

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი ფლორენსი უახლოვდება [ფოტოები]

0 კომენტარი
ფოტო: Alexander Gerst / Facebook

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი ფლორენსი უახლოვდება.

ფლორენსი ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბდა და მეთოხე კატეგორიას მიაღწია, თუმცა უკანასკნელ დღეებში ძალა დაკარგა. ამჟამად ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს.

ათობით ათასი სახლს ელექტროენერგი აღარ მიეწოდება. დატბორილია ქუჩები.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში სანაპირო ზონასთან მცხოვრებ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. 12,000-მდე ადამიანი უკვე აფარებს თავს სხვადასხვა თავშესაფარში.

გადაიდო 1,400-ზე მეტი ფრენა. ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სამ მილიონზე მეტ სახლს შეუწყდება.

სინოპტიკოსების თქმით ქარიშხლის გამო მომდევნო სამ დღეში იმდენივე ნალექია მოსალოდნელი, რამდენიც საშუალოდ 8 თვის მანძილზე, რაც ზოგიერთ რეგიონში კატასტროფულ წყალდიდობას გამოიწვევს.

გავრცელდა საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოდან გადაღებული ქარიშხლის ფოტოები.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები