დემოგრაფიული მაჩვენებლები

იანვრიდან ივნისამდე დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილების რიცხვს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში 24 312 ბავშვი ცოცხლად დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი.

2018 წლის პირველ ნახევარში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილების რიცხვს 709 ადამიანით გადააჭარბა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება:

  • თბილისი - 2 109
  • აჭარა - 1 041 
  • ქვემო ქართლი - 674

 

კომენტარები