არჩევნები 2018

გირჩი: ვქმნით გირჩის სკოლას - სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატივას

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი/Girchi

პარტია გირჩი განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის იწყებს ბრძოლას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, გირჩი სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ სასწავლო პროგრამას ქმნის. მას "თავისუფალი განათლება" ერქმევა და არ დაემორჩილება არცერთ სახელმწიფო რეგულაციას.

" ჩვენ გირჩელებს გვყავს შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ გირჩის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს - თავისუფალი განათლება და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა," - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე განაცხადებით, გირჩის სკოლა დაეხმარება ბავშვებს საკუთარი თავის პოვნასა და მომავლის გაკვალვაში, რასაც სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.

ახალ პროექტზე დამატებითი დეტალებს ჯაფარიძე ორშაბათს, 17 სექტემბერს დანიშნულ პრეზენტაციაზე იტყვის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები