ჰენრი კავილი

ჰენრი კავილი სუპერმენის როლის დატოვების თაობაზე ჭორებს გამოეხმაურა [ვიდეო]

0 კომენტარი
ჰენრი კავილი ფოტო: MovieWeb

გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კავილი DC-ს სუპერგმირის, სუპერმენის როლს აღარ შეასრულებს.

ჭორების მიხედვით მსახიობმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Warner Bros.-მა სუპერმენის ნაცვლად ფოკუსის Supergirl-ზე გადატანა გადაწყვიტა, თუმცა კომპანიაში კავილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უარყოფენ.

მსახიობი ჭორებს საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

კომენტარი გააკეთა კავილი მენეჯერმაც, რომელმას ფანებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. "მოსასხამი კვლავ მის გარდერობშია." თქვა მან.

ვრცელდებოდა ჭორები იმის თაობაზეც, რომ სუპერმენის როლში ფერადკანიანი მსახიობის აყვანა სურდათ და ერთ-ერთ ვარიანტად მაიკლ ბ. ჯორდანი მოიაზრებოდა.

ამჟამად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ბენ აფლეკი ბეტმენის როლს აღარ შეასრულებს. მსგავი ცნობები მიმდინარე წლის დასაწყისშიც გავრცელდა. მსახიობს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები