თურქეთი

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აია-სოფიას მეჩეთის ფუნქცია არ დაუბრუნდება

0 კომენტარი
ფოტო: http://www.thetoc.gr

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აია-სოფია, მუსლიმთა თაყვანისცემის ადგილად არ იქცევა და მას მუზეუმის სტატუსი შეუნარჩუნდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის მიერ შეტანილი, აია-სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთების, მოთხოვნა.

ყოფილი ბიზანტიური ტაძარი, 1453 წელს სტამბოლის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. ხოლო თურქეთის სეკულარულმა დამფუძნებელმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა, 1935 წელს შენობას მუზეუმის სტატუსი მიანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები