რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კალაძე: ენმ-ის მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებული შენიშვნები უხერხულია

0 კომენტარი
კახა კალაძე ქართული ოცნების 11 მაისის ყრილობაზე ფოტო: ქართული ოცნება

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია". კალაძის შეფასებით, ზურაბიშვილის ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის გაშუქებული.

"შეიძლება, ქალბატონი სალომე ქართულად ისე ვერ საუბრობდეს, როგორც თითოეული ჩვენგანი და ეს ნორმალურია, რადგან სალომე ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა საფრანგეთში. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია, რადგან რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2008 წელს, ეს იყო სრული კატასტროფა. ეს ყველამ კარგად ვიცით და რა შედეგიც გვაქვს - დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაღუპული გმირები და აღარ გავაგრძელებ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევიკავებ კიდევ რაღაცებზე თავს“, – განაცხადა თბილისის მერმა პირველი არხის ცნობით.

კახა კალაძე 2012 წლის საარჩევნო პერიოდშიც, მოსახლეობასთან შეხვედრისას ამბობდა, რომ "ზუსტად თქვენმა სააკაშვილმა დაიწყო ომი".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები