უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მოსკოვმა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება და იერარქებთან თანაზიარება შეწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მსოფლიო პატრიარქის ლიტურგიაზე მოხსენიება შეწყვიტა. 

სინოდის გადაწყვეტილებით:

1. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ღვთისმსახურებაზე ლოცვითი მოხსენიება;

2. შეჩერდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება;

3. შეჩერდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ყველა საეპისკოპოსო შეკრებაზე, საღვთისმეტყველო დიალოგებში, მრავალმხრივ კომისიებსა და სხვა სტრუქტურებში, სადაც მონაწილეობენ ან თანამონაწილეობენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები;

4. მიღებულ იქნას წმიდა სინოდის განცხადება კონსყანტინეპოლის საპატრიარქოს უკრაინაში ანტიკანონიკურ ქმედებებთან დაკავშირებით;

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა, რომელთაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი მომზადება ევალებათ.

კომენტარები