საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Russia 1-ის ტელეწამყვანს, ანდრეის მალახოვსა და მის გადამღებ ჯგუფს თბილისში სასტუმროს უფინანსებს.
ადრეი მალახოვი და გადამღები ჯგუფი უკვე თბილისში იმყოფებიან.
როგორც ტაბულას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უთხრეს, მათ ანდრეი მალახოვისა და მისი გადამღები ჯგუფის თბილისში ჩამოსვლის ხარჯები არ დაუფინანსებიათ, ისინი მათ სასტუმროში ცხოვრებასა და გიდს უფინანსებენ. სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
ანდრეი მალახოვი რუსი ჟურნალისტია. ის 25 წელზე მეტია რუსეთის პირველ არხზე მუშაობს და ამ არხის რეიტინგული თოქშოუები მიყავს.