"ჩვენი ქვეყანა არც არასდროს არ იქნება მზად ამისთვის,"- თავისუფლების მოედანზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა საპროტესტო პარაკლისის ჩატარების შემდგომ მთავრობას მიმართეს. მამა შალკა კეკელიამ წაიკითხა საპროტესტო განცხადება და მთავრობას კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შესაცვლელია ის კონსტიტუციის "პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება" ისეთი ჩანაწერით, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაზიანების უფლებას გამორიცხავს.
"გაუგებარია რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება,საჯარო განხილვების გარეშე. როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლწობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება კაზონოებით, ნარკოტეკებით შემოსული ფული. ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, რომ უამრავი რამ შეგვიძლია განვავითაროთ, რითაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის ზღვარს გადაცდება. სახელმწიფო ისეთი რამებით უნდა დაგვეხმაროს, რაც აუცილებელია, თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარებით. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საკვები სჭირდებათ და არა მარიხუანას მიწოდება,"- ამბობს მამა შალვა კეკელია.
სასულიერო პირებმა ერთი საათის წინ ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.
საპროტესტო პარაკლისის ფოტოები
ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა. "ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი.