თბილისის მერია

დღეს თბილისში ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

wallpaperfx.com

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა ეწვია. ის თბილისში კონცერტს დღეს, ევროპის მოედანზე გამართავს. ცნობილია, რომ მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარდგება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთი მელუას კახა კალაძე შეხვდა და დაბადების დღე მიულოცა.

"როგორც კი თვითმფრინავში ვჯდები და საქართველოსკენ მოვდივარ, ვიქცევი ბავშვად. ეს არის არანორმალური ემოცია და სიყვარული, რადგან აქ ყოფნის დროს ყოველთვის ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს და პატივისცემას. აქ ჩემი სახლია. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ქართველი მაყურებლისთვის. რეპერტუარში იქნება ის სიმღერაც, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩავწერე ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად. ეს იქნება კონცერტი ყველასთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულოა", - აღნიშნა ქეთი მელუამ თბილისის მერიის ინფორმაციით.

ევროპის მოედანზე კონცერტი დღეს, 21:00 საათზე გაიმართება და დასწრება უფასოა.

კომენტარები