კალათბურთი

საქართველომ საბერძნეთთან ერთი ქულით, 86-ით 85 წააგო

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი საქართველომ საბერძნეთთან 86-ით 85 წააგო. 

თამაშის პირველი ტაიმი ქართველთა გამარჯვებით, ანგარიშით 49:38 დასრულდა, საქართველომ გადამწყევტი ქულა ბოლო წამზე გაუშვა.

ეს ისრაელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი წაგებაა. საქართველოს ქვეჯგუფში კიდევ ორი მატჩი არის დაგეგმილი: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი გერმანიაში ითამაშებს.

კომენტარები