Pussy Riot

Pussy Riot- ის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის გერმანიაში გადაიყვანეს

ფემინისტური პანკ-ორგანიზაციის Pussy Riot- ის წევრი, პიოტ ვარზილოვი მოსკოვის საავადმოყოდან ბერლინში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოწამლეს.

ვარზილოვი არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-ის დახმარებით გადაიყვანეს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში. ორგანიზაცია ადრეც დახმარებია Pussy Riot- ის წევრებს. ის ბერლინში რამდენიმე დღე დარჩება. 

ვარზილოვი საავადმყოფოში 11 სექტემბერს მოხვდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ვარზილოვი​ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, Pussy Riot-ის რამდენიმე წევრთან ერთად სტადიონზე შეიჭრა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე გახდა ვარზილოვი ცუდად.

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად მან მხედველობა დაკარგა, შემდეგ ვეღარ მეტყველებდა და ბოლოს გავლაც ვეღარ შეძლო. 

პიოტრ ვარზილოვი Pussy Riot-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის, ნადეჟდა (ნადია) ტოლოკონიკოვას ქმარია. ტოლოკონიკოვა 2012 წელს მოსკოვის ტაძარში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დადგმული პერფორმანის გამო დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

კომენტარები