სფინქსი

კომ ომბოს ტაძრში ეგვიპტელმა არქეოლოგებმა სფინქსის ქანდაკება აღმოაჩინეს

ასუანის სამხრეთის ნაწილში, კომ ომბოს ტაძრიდან წყლის ამოფრქვევისას ეგვიპტელმა არქეოლოგებმა სფინქსის ქანდაკება აღმოაჩინეს. 

ასუანის სიძველეების დეპარტამენტის უფროსმა, აბდულ მონეიმ საედმა თქვა, რომ ქანდაკებას იკვლევს, რათა მის შესახებ მეტი გაიგოს. 

კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ცნობით, მითიური ურჩხული ადამიანის თავითა და ლომის ტანით ქვიშაქვით არის გაკეთებული. 

სავარაუდოდ, ის პტოლემეურ დინასტიაში შეიქმნა, რომელიც ეგვიპტეს ძველი წელთაღრიცხვით 305 წლიდან მართავდა რომაელების მიერ დაპყრობამდე - ძვ. წელთაღრიცხვით 30 წლამდე.  

ორი ქვიშაქვაზე ამოჩუქურთმებულია მეფე პტოლემი V, რომლის სამარხიც ასევე შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. 

ქანდაკების სიგანე 28 სმ, სიგრძე კი 38სმ-ია

სფინქსი ფარაონულ ეგვიპტეში სამეფო ძალას ასახავდა. ყველაზე ცნობილი სფინქსი გიზის პირამიდებთან მდებარეობს.

კომენტარები