მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩემი დანაშაული ისაა, რომ ეს მართლა დამნაშავეები ხელისუფლებაში მოვუშვი 

unian.net

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა უარყოს თავისი სიტყვები, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 

"ქვეყნის ახალგამოცხადებულმა მთავარმა ბარიგამ, ივანიშვლმა, შეუცვალა ტექსტი სალომე ზურაბიშვილს, კანაფის დედოფალს და მისი საცოდაობით დავიწვი, რო ბორძიკობდა, რო კითხულობდა იმას, რაც არ დაუწერია. თითქოს შეცვალა ნარატივი, მაგრამ არაფერი არ შეუცვლია. თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი და დამნაშავე მაინც არის სააკაშვილი. დამნაშავე რომ ვარ მე, ეს იყო მთავარი მოტივაცია რუსეთის შემოჭრის, ჩვენი ხალხის დახოცვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ აღიარების. 

თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა უნდა, რამე მოინანიოს:

  • უნდა უარყოს საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ წითელუბანი დაბომბა საქართველოს ავიაციამ და არა რუსეთმა და ბოდიში მოუხადოს ქართულ ჯარს. 
  • უნდა გაიხმოს თავისი მასალები ჰააგიდან, სადაც ის ადანაშაულებს ქართულ სამხედროებს
  • უნდა თქვას უარი რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ თურმე დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ხალხი და ამიტომ უფება აღარ გვაქვს თურმე, ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. 

როდესაც ისინი საუბრობენ ჩემს დანაშულზე, ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთს არ გავუწექი, საქართველო დავიცავი და დანაშაულია ასევე, რომ ეს მართლა დამნაშავეები მოვუშვი ხელისუფლებაში, მაგრამ არა უშავს, 28 ოქტომბერს ამას გამოვასწორებთ. 

თუ ზურაბიშვილს გულში მაინც უყვარს თავისი ქვეყანა, მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა და არ შეუშალოს ქართველ ხალხს ხელი გია ვაშაძის არჩევაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში. 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია, ქართული ოცნება უჭერს, თქვა, რომ ოკუპანტი რუსეთია და ეს ნათელია, თუმცა, 2008 წელს "იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დაუშვა დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული". 

6 აგვისტოს ზურაბიშვილი ამბობდა, რომ "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

კომენტარები