კრიმინალი

ოჯახში ძალადობაში და იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 5 წელი და 6 თვე მიესაჯა

საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 5 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მარტს, ქ. თბილისში, შევარდენიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ნ.-მ მეუღლის - ე.ტ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თვალებში დეოდორანტი შეასხა და თავის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 20 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი), 111 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები