პიცა

კომპანია ხალხს ეძებს, რომლებიც პიცას გასინჯავენ და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ

კომპანია ooni ხალხს ეძებს, რომლებიც პიცას გასინჯავენ და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ.

Ooni პიცის ღუმელებს აწარმოებს, რომლებიც მარტივად ტრანსპორტირებადია და მისი გამოყენება ყველგან შეიძლება. 

კომპანია ხალხს მთელი მსოფლიოსი მასშტაბით ეძებს, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ. იმ შემთხვევაში თუ ooni-ს თანამშრომელი გახდით, ისინი თქვენს საცხოვრებელ ადგილას გამოაგზავნიან პიცის ღუმელსა და რეცეპტებს, თქვენ კი მათი მითითებების მიხედვით პიცას გამოაცხობთ და შემდეგ კომპანიას გაუზიარებთ რა მოგეწონათ და რა შენიშვნები გაქვთ.

იმისათვის რომ კომპანიის თანამშრომელი გახდეთ [email protected]ზე უნდა გააგზავნოთ 1-წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებთ პიცის ცხობის თქვენს უნარებზე. ვიდეოების გაგზავნის დრო 14 ოქტომბრამდეა.

კომენტარები