SpaceX

მთვარეზე SpaceX-ის რაკეტით იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა გაფრინდება

Getty Images

ილონ მასკის კომპანია SpaceX რაკეტის გაშვებას გეგმავს, რომელიც მთვარეს შემოუვლის და დედამიწაზე დაბრუნდება.

რაკეტა ჯერ შექმნილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია ვინ იქნება პირველი მგზავრი, რომელიც მთვარეს შემოუფრენს. ის იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა იქნება.


ფოტო: Spacex

მისიის გაშვება 2023 წელს იგეგმება და ეს 1972 წლის ნასას აპოლო 17-ის მისიის შემდეგ მთვარეზე ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება. აქამდე მთვარეს 24 ადამიანი ეწვია, ყველა მათგანი ამერიკელია. ზოგიერთ მათგანს მთვარის ზედაპირზე ფეხი არ დაუდგამს. SpaceX-ის მისია მთვარეზე არ დაჯდება.

იუსაკუ მაეზავა ხელოვნების მოყვარულია და თქვა, რომ მასთან ერთად მთვარეზე გასაფრენად 6 ხელოვანს მიიწვევს, რომლებიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ამ მოგზაურობის თემაზე ნამუშევრებს შექმნიან.

ილონ მასკის თქმით ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმისაკენ, რომ ადამიანებმა მთვარეზე მოგზაურობა შეძლონ.

კომენტარები