ტრანსპორტი

პარასკევს და შაბათს, ღამით, ახმეტელიდან ვარ​​​​​​​კეთილამდე ავტობუსი იმოძრავებს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტრო ახმეტელის თეატრიდან ვარკეთილამდე ავტობუსი იმოძრავებს.

მერიის განცხადებით, მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, - თქვა კახა კალაძემ.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.  

გაჩერებები:

  • მეტროსადგური ახმეტელის თეატრი;
  • ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი გუდვილი);
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
  • ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
  • სტადიონი დინამო არენა;
  • დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
  • პირველი რესპუბლიკის მოედანი;
  • მეტროსადგური თავისუფლების მოედანი;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - კონკა;
  • ევროპის მოედანი;
  • ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან;
  • დოდაშვილის მოედანი;
  • მეტროსადგური ისანი;
  • მეტროსადგური ვარკეთილი;

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები