Emmy 2018

GAME OF THRONES და MARVELOUS MRS. MAISEL ემის დაჯილდოების ტრიუმფატორები გახდნენ

www.vox.com

ემის 70-ე დაჯილდოება გუშინ, 17 სექტემბერს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში გაიმართა. დაჯილდოების ერთ-ერთი ტრიუმფატორი Game of Thrones გახდა, რომელმაც ემის მთავარი ჯილდო, ნომინაციაში - საუკეთესო დრამატული სერიალისთვის მოიპოვა. სერიალმა 6 სხვა ნომინაციაშიც გაიმარჯვა - გრიმისთვის, სპეციალური ეფექტებისთვის, კოსტიუმებისა და დეკორაციებისთვის.

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელადაც GOT-ის მსახიობი - პიტერ დინკლიჯი დასახელდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაჯილდოება HBO-სა და Netflix-ისთვის. პირველად ემის დაჯილდოების ისტორიაში, Netflix-მა გადაუსწრო HBO-ს ნომინაციების რაოდენობაში (112:108). საბოლოოდ, ორივე მათგანმა მაინც თანაბარი ოდენობის, 23 ჯილდო მოიპოვა.

კომედიურ ჟანრში, რამდენიმე ჯილდო ახალმა შოუებმა მიიღეს. ჰენრი ვინკლერმა და ბილ ჰეიდერმა HBO-ს კომედიური სერიალისთვის “Barry” საუკეთესო მსახიობი მამაკაცის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში გაიმარჯვეს.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა კომედიურმა სერიალმა The Marvelous Mrs. Maisel, რომელიც 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული და საბოლოოდ 4 ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, მთავარ ნომინაციაში - საუკეთესო კომედიური სერიალი. The Marvelous Mrs. Maisel - ში საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის დაჯილდოვდნენ ქალი მსახიობები რეიჩელ ბროსნაჰენი და ალექს ბორშტეინი.

ყველასთვის ცნობილმა შოუმ, "Saturday Night Live”-მა მორიგი ჯილდო მოიპოვა საუკეთესო კომედიური სკეტჩების კატეგორიაში. შოუს შემქმნელი ლორნ მაიკლსი, 82 ნომინაციით ემის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული კანდიდატია.

სხვა გამარჯვებულებს შორის არიან The Assassination of Gianni Versace: American Crime Story, Godless, The Crown.

ემის დაჯილდოების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გლენ უაისის სამადლობელო სიტყვა გახდა, რომელმაც ემი წლევანდელი კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაში წარმოჩენილი რეჟისორული მიღწევისთვის მიიღო. სცენიდან მან თავის შეყვარებულს, ჯენ სვენდსენს, ხელი სთხოვა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჯენ, შენ ჩემი ცხოვრების მზის სხივი ხარ. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, არასოდეს დამეკარგა ეს სხივი. იცი რატომ არ მიყვარს როდესაც ჩემს შეყვარებულს გეძახი ? იმიტომ, რომ მინდა ჩემი მეუღლე გერქვას.”   

 

იხილეთ გამარჯვებულთა სრული სია :

საუკეთესო დრამატული სერიალი - Game of Thrones

საუკეთესო კომედიური სერიალი - The Marvelous Mrs. Maisel

საუკეთესო მინი-სერიალი - The Assassination of Gianni Versace: American Crime Story

საუკეთესო სერიული თოქ-შოუ - Last Week Tonight with John Oliver

საუკეთესო სერიული კომედიური სკეტჩები - Saturday Night Live

საუკეთესო სერიული რეალითი-შოუ- RuPaul's Drag Race

საუკეთესო მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - კლერ ფოი (The Crown)

საუკეთესო მსახიობი კაცი, დრამატული სერიალი - მეთიუ რიზი (The Americans)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - ტენდი ნიუტონი (Westworld)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, დრამატული სერიალი - პიტერ დინკლეჯი (Game of Thrones)

საუკეთესო მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - რეჯინა კინგი (Seven Seconds)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - დერენ კრისი (The Assassination of Gianni Versace: American Crime Story)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/ფილმი - მერიტ უივერი (Godless)

საუკეთესო ეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/ფილმი - ჯეფ დენიელსი (Godless)

საუკეთესო მსახიობი კაცი, კომედიური სერიალი - ბილ ჰეიდერი (Barry)

საუკეთესო მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი - რეიჩელ ბროსნაჰენი (The Marvelous Mrs. Maisel)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი- ალექს ბორშტეინი (The Marvelous Mrs. Maisel)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, კომედიური სერიალი- ჰენრი უინკლერი (Barry)

კომენტარები