2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილი: მეუფეების განცხადებები როგორ უნდა შევაფასო, თავს არ მივცემ ამის უფლებას

ტაბულა

''მეუფეების განცხადებები როგორ უნდა შევაფასო? ჩემს თავს არ მივცემ ამის უფლებას" - პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სასულიერი პირების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ასე უპასუხა. 

"რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვებს უსმინონ. კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება", - განაცხადა გუშინ მეუფე იაკობმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ჭყონდიდის და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს თქმით კი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოს კეთილდღეობას ვერ მოუტანს.

"ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება.

მე მიმაჩნია და ვფიქრობ და მინდა ვირწმუნო, რომ როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს, ქალს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი. ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე"- თქვა მან. 

კომენტარები