აშშ

დონალდ ტრამპი: პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის შემოთავაზებას განვიხილავთ

ანჯეი დუდა და დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით განიხილავს პოლონეთის შემოთავაზებას ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის თაობაზე. მისი თქმით ოფიციალური ვარშავა მზადაა მილიარდები გადაიხადოს ბაზის შესაქმნელად რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად.

ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით პოლონეთის პრეზიდენტს ეთანხმება იმაში, რომ რუსეთის ქმედებები, განსაკუთრებით კი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება უფრო მკაცრ პასუხს მოითხოვს.

"ვფიქრობ, ძალიან აგრესიული სიტუაციაა. ვფიქრობ, რუსეთი აგრესიულად მოიქცა. ისინი ძალას სცემენ პატივს. ისინი აფასებენ ძლიერებას ისევე, როგორც ნებისმიერ ისხვა. და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდ ძალას ვფლობთ, განსაკუთრებით ახლა." თქვა ტრამპმა.

"ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის ყოფნა ევროპის ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების გარანტორია. მე ვიღიმოდი, როდესაც ბატონ პრეზიდენტს ვესაუბრებოდი. მე ვუთხარი, რომ ძალიან გაგვიხარდება, თუ პოლონეთში პერმანენტულ ამერიკულ სამხედრო ბაზას შევქმნით, რომელსაც ტრამპის ციხესიმაგრეს დავარქმევთ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება როგორც პოლონეთის, ასევე აშშ-ის ინტერესებშია." თქვა ანჯეი დუდამ.

ამჟამად პოლონეთში ნატოს ძალების დიდ ნაწილს სწორედ ამერიკელი სამხედროები შეადგენენ.

კომენტარები