ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ბიბერმა თავის საცოლეს, ჰეილი ბოლდუინს ქუჩაში უმღერა - ვიდეო

ჯასტინ ბიბერმა თავის საცოლეს, ჰეილი ბოლდუინს ლონდონის ქუჩაში უმღერა.

მომღერალი ერთ-ერთ შადრევანთან ჩამოჯდა და გიტარით თავისი სიმღერა "Cold Water" შეასრულა. გიტარის ჩასადებ ყუთში კი ბიბერი დამსწრე აუდიტორიისგან თანხას აგროვებდა.

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი 7 ივლისს დაინიშნენ. რამდენიმე მედიის ინფორმაციით, წყვილმა საიდუმლოდ უკვე იქორწინა, თუმცა ეს ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია.

კომენტარები