პირველი მაკდონალდსი საბჭოთა რუსეთში 1990 წელს, მოსკოვში გაიხსნა.
იმ დროისთვის მოსკოვში გახსნილი მაკდონალდსი ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში - რესტორანი 900 ადამიანს იტევდა და 600-მდე თანამშრომელი ჰყავდა, რომელიც 35 000 ადამიანიდან შეარჩიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკდონალდის გახსნის დღეს რესტორანს 30 000 ადამიანი ეწვია. ადამიანები იხსნებენ, რომ ისინი შესასვლელად რიგში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში იდგნენ.