ქართული ოცნება

პაპუაშვილი ჟიჟილაშვილს: რაც ვილაპარაკე, მაინც ვერაფერი ვერ გაიგეთ თქვენ

0 კომენტარი

"რაც ვილაპარაკე, მაინც ვერაფერი ვერ გაიგეთ თქვენ" - ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა TV პირველის გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანს ნინო ჟიჟილაშვილს. წამყვანმა მას ჰკითხა, "როცა ახსენეთ ფორმატები, ამაშიც არ ეთანხმებით მმართველ პარტიას, რომ კონკრეტულ ფორმატებში ჩართულობაა ერთადერთი გზა, ვთქვათ, იგივე დეოკუპაციის პროცესში? თქვენზე რომ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, რუსეთთან მარტო, პირისპირ საუბარს დათანხმდებოდით"? ნინო ჟიჟილაშვილის ეს კითხვა ზაზა პაპუაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, "როცა შენს ტერიტორიაზეა საუბარი, მოლაპარაკების მაგიდაზე შენ უნდა იჯდე და არა რაღაცა სხვადასხვა ფორმატები, აი, ეს არის ჩემთვის პირველ რიგში მისაღწევი, რომ ვიღაცის ენით კი არ ველაპარაკოთ... გაბუტვა რა, გაბუტვა იოლია".

გადაცემის წამყვანის დამაზუსტებელმა კითხვამ უმრავლესობის დეპუტატი გააღიზიანა.

"რაც ვილაპარაკე, მაინც ვერაფერი ვერ გაიგეთ თქვენ. მე კი ვხვდები, რატომ ვარ ამ ეთერში, რას ვლაპარაკობ და ჩემი ახსნა აქ ყოფნის, გასაგებია, მაგრამ თქვენ რატომ მისვამთ ამ კითხვებს და ერთი და იგივეს მამეორებინებთ, ცოტა ამას მე ვერ ვხვდები. მე ვლაპარაკობ, რომ რაღაცა ურთულესი მომენტი უნდა დაიძრას ერთი ადგილიდან, რომ გადავიდეთ ისეთ რეჟიმზე, სადაც ჩვენ გვეცოდინება ზუსტად, რა გვინდა, როგორ გვინდა, რას ვითხოვთ, რა იქნება გადაკვეთა, რა იქნება საერთო ინტერესები, რა არის წითელი ხაზები, ამას ლაპარაკი, შნო, ვაჟკაცობა, კვალიფიკაცია სჭირდება" - თქვა ზაზა პაპუაშვილმა.

მას ნინო ჟიჟილაშვილმა შეახსენა, რომ ოპოზიციაში არ არის და ჰკითხა - ვის აკრიტიკებს მაშინ, როცა თავად არის ხელისუფლების წევრი.

"მე ვლაპარაკობ, რომ აქეთკენ მივდივართ და აქეთ უნდა წავიდეთ - მეთქი, რაც არის ყველაზე რთული და აქეთკენ ნელ-ნელა მივდივართ. იმ მძიმე მემკვიდრეობის და ტვირთის ერთ დღეში გასუფთავება ვერ ხვდება. ყველა პარტნიორს ამას ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე, რომ პირდაპირ შეგვეძლოს საკითხების დასმა" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები