რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსეინ ბოლტმა უწონადობის მდგომარეობა გამოსცადა.
ის მეცნიერული კვლევებისათვის მოდიფიცირებულ თვითმფრინავში მიიწვიეს.
ასტრონავტებთან სირბილში შეჯიბრის შემდეგ მათ სპეციალური შამპანურიც დააგემოვნეს, რომელიც ასტრონავტებს საშუალებას მისცემს სასმელი კოსმოსში სითხის ბურთულების სახით მიიღონ. შამპანური კომპანია Mumm-მა ჩამოასხა, სადაც იმედს გამოთქვამენ, რომ სპეციალური სასმელი კოსმოსში ტურიზმის განვითარებასთან ერთად მეტ პოპულარობას მოიპოვებს.