ტრანსპორტი

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/mofgeorgia/videos/vb.253597021345285/2195053027374367/?type=2&theater","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

"გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ერთი წლის გადავავადოთ ეს შუზღუდვა. ხოლო ამის მერე იქნება სეზონური შეზღუდვა. ერთი წელი საკმარისი ვადაა რომ ეს საკითხი განვიხილოთ,"- რამდენიმე წუთის წინ თქვა ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც შეხვედრა ტრაილერის მძღოლებთან გამართა. 

მაჭავარიანმა შეხვედრა გამართა იმ მძღოლთანაც, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. შეგახსენებთ რომ ტრაილერის მზღოლები უკვე მეოთხე დღეა მართავენ საპროტესტო აქციას. 

გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი იკრძალება. შედეგად, ხორბლის ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ექნებათ.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

სავარაუდოდ, მინისტრის მიერ აკრძალვის სეზონურად შემოღება სწორედ ზაფხულის თვეებში ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ნიშნავს. თუმცა, სწორედ ზაფხულის თვეებში ხდება ხორბლის მოსავლის აღება და ტრანსპორტირებაც ძირითადად ამ დროს ხდება. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 31-ე და 21-ე მუხლებს. ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამზადებს სარჩელს. 

კომენტარები