დონალდ ტრამპი

ტრამპმა მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად ესპანეთს საჰარაში კედლის აშენება ურჩია

AP

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟოზეპ ბორელის თქმით დონალდ ტრამპმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად ესპანეთს საჰარას უდაბნოს გასწვრივ კედლის აშენება ურჩია.

ბორელი ესპანეთის მონარქთან ერთად თეთრ სახლს მიმდინარე წლის ივნისში ეწვია და სავარაუდოდ, ტრამპმა ეს კომენატრი სწორედ ამ დროს გააკეთა.

ბორელის თქმით ტრამპმა ესპანეთის წარმომადგენლების შენიშვნას, რომ საჰარა თითქმის 5000 კილომეტრზეა გადაჭიმული უპასუხა: "საჰარას საზღვარი მექსიკასთან ჩვენს საზღვარზე დიდი ვერ იქნება."

აშშ-მექსიკის საზღვარი დაახლოებით 3,200 კილომეტრია და იქ კედლის აშენება არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ტრამპის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.

ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩრდილოეთ აფრიკიდან მხოლოდ მიმდინარე წელს 33,600 მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები