შინაური ცხოველები

ინგლისში კატამ პატრონს შემთხვევით ნარკოტიკებით სავსე შეკვრა მიუტანა

independent.co.uk

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, კატამ პატრონს შემთხვევით ნარკოტიკებით სავსე შეკვრა მიუტანა.

პატრონმა კატის საწოლში შეკვრა იპოვა, გახსნის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ის ნარკოტიკებით იყო სავსე. ამის შესახებ მან პოლიციაში განაცხადა.

ნარკოტიკების ამსახველი სურათი სომერსეტის პოლიციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"დაივიწყეთ პოლიციის ძაღლები, ჩვენ კატების გამოწვრთნა უნდა დავიწყოთ", - ეწერა სურათის აღწერად.

პოლიციამ ამ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის.

კომენტარები