საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ბოკერიას: ხელი აუწიე ბებიაშენს, ბიჭო, იდიოტო შენ (VIDEO)

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ევროპული საქართველოს დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ზაზა პაპუაშვილმა თქვა, რომ "აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე, რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსები ხართ, უტიფრებიც ხართ, უზრდელებიც ხართ და კიდევ მეტიც, კიდევ თავს ვიკავებ... წულუკიანი გყავდათ იქ დაკითხვაზე და ორი წუთის მეტი"...

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას უმცირესობის წევრების რეპლიკები მოჰყვა, რამაც ზაზა პაპუაშვილი გააღიზიანა.

"დამამთავრებინე, ხმას დაუწიე... და ამის თქმაც მინდოდა, ან რა მორალური უფლება გაქვს, მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს, ან კომისიის წევრობა რათ გინდათ და ხელმძღვაბნელობა, ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ აქ, იდიოტო შენ" - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა პაპუაშვილს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, პაპუაშვილი ადგა, ელენე ხოშტარიასთან მივიდა და როგორც მას, ისე უმცირესობის სხვა დეპუტატებს, სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

კომენტარები