პარლამენტი

პარლამენტი თბილისში სრულად გადავა, ქუთაისის შენობა, სავარაუდოდ, შსს-ს გადაეცემა

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

პირველი არხის ცნობით, მომავალი წლის იანვრიდან, პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას თბილისში გააგრძელებს. 

მაუწყებლის ინფორმაციით, მმართველ გუნდში შესაბამისი გადაწყევტილება უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.

ქუთაისის შენობა კი, შესაძლოა შსს-ს გადაეცეს. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა განსაზღვრული აღარ არის. 

კომენტარები