კრიმინალი

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

flickr

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები