რუსეთი

ნინო ბურჯანაძე რუსეთში პუტინის მხარდაჭერილ ქალთა ევრაზიულ ფორუმს დაესწრო

Kremlin

19-21 სექტემბერს სანქტ პეტერბურგში კრემლის მხარდაჭერით ქალთა მეორე ევრაზიული ფორუმი გაიმართა.

რუსული მედიის მიხედვით ფორუმს, რომელიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება 117 ქვეყნიდან ესწრებიან დელეგატები.

მათ შორის არიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დიანა ღურწკაია და ქალები ოკუპირებული აფხაზეთიდან.

ფორუმზე სიტყვით ვლადიმირ პუტინიც გამოვიდა. გამოსვლის ვიდეოს კრემლი ავრცელებს, რომელშიც ჩანს როგორ უკრავენ ტაშს რუსეთის პრეზიდენტს დელეგატები, მათ შორის ნინო ბურჯანაძეც.

კომენტარები