სუმო

ტოჩინოშინი მაეგაშირა შოდაისთან დამარცხდა

ქართული სუმოს ქომაგები

ტოჩინოშინისთვის სექტემბრის ბაშოს მე-13 დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძე მაეგაშირა შოდაისთან სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა.

ქართველ ფალავანს მოგება-წაგების ბალანსი 7:6-ზე აქვს. ერთი მოგებაა საჭირო იმისთვის, რომ ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს. ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ორი ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი.

ხვალ, ლევან გორგაძე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდება. ტოჩინოშინს მასთან 2-დან 2 ბრძოლა აქვს მოგებული.

კომენტარები