სიღარიბე

UNDP: 1.3 მილიარდი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, მათ შორის, 662 მლნ ბავშვია

გაეროს განვითარების პროგრამის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 1.3 მილიარდი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს - მათ შორის, 662 მილიონი ბავშვია.

კვლევა 104 ქვეყანაში ჩატარდა. ის 5.5 მილიარდ ადამიანს მოიცავდა და აკვირდებოდა მათ ჯანმრთელობას, განათლებასა და საცხოვრებელ პირობებს.

გაეროს განვითარების პროგრამის სიღარიბის ინდექსის მიხედვით, 1.3 მილიარდი ადამიანიდან 46% უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა.

კომენტარები