NATO

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველო NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე

როუზ გიოტმიოლერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი იმყოფება. საგარეო საქმეთა სამნისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მან პრესკონფერენცია გამართა:

"საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე...10 წლის განმავლობაში საქართველო ასრულებდა ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის  გაღრმავებისა და  ნატოსა და ქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს  ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.

მე მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა ამ გზაზე, რომელიც ალიანსის წევრობისკენ მიჰყავხართ. ნატო კი, თავის მხრივ, კვლავ დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესში." თქვა მან.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, როუზ გიოტმიოლერმა შეშფოთება გამოთქვა შავი ზღვის რეგიონში რუსული მილიტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იქნება.

კომენტარები